თეონა თამაზაშვილი: ბაჩანა ლობჟანიძე არის ჩანერგილი, არ გამოვრიცხავ, მის მიერ იყოს ჩემი შვილი სახლიდან გატყუებული

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის არის ჩანერგილი პიროვნება, ალბათ, შსს-ს მიერ… ყველაფერი არის ფოტოშოპი და არ გამოვრიცხავ, რომ ბაჩანა ლობჟანიძის მიერ იყოს ჩემი შვილი სახლიდან გატყუებული. რომელ ჭკუათმყოფელს ექეიფება ამ დროს?”

ამის შესახებ გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ  შსს-ში ბაჩანა ლობჟანიძის ფსიქიკური პრობლემების საკითხი დააყენა.

“ბაჩანა ლობჟანიძე არის ჩანერგილი პიროვნება, მოგზავნილი. როცა დავრეკე, ის ბრძანდებოდა შსს-ში ტელეფონით”,- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, 5 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის  ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა. შსს: გარდაცვალების წინა დღეს თამარ ბაჩალიაშვილი საძიებო სისტემაში ეძებდა: “რა მოუვა ფეისბუქს თუ მე გარდავიცვლები”

ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა, გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საქმეში აშშ-ს ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად