თეონა თამაზაშვილი: შორს შოთაძის სისხლიანი ხელები რამიშვილისგან, თორემ მიიღებს, რასაც დიდი ხანია ელოდება

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით,  პროკურატურა მისი შვილის მკვლელების ნაცვლად ადვოკატებს ებრძვის.

როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საგამოძიბო ორგანოების მიერ ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვის ტელეფონის ჩამორთმევა მიზანმიმართული მცდელობაა, რომ ის საქმეს ჩამოაშორონ.

“ამ კაცმა თავიდანვე განაცხადა, გამომიგზავნეს, მაგრამ ამის ავთენტურობაზე პასუხისმგებელი არ ვარო. მიზანმიმართულად ჩამოშორება უნდათ ამ საქმიდან რამიშვილის. იმდენად უსუსურია პროკურატურა, რომ მკვლელების მაგივრად ადვოკატებს ებრძვის. მინდა მივმართო შოთაძეს ამის თაობაზე, შორს მაგისი სისხლიანი ხელები ამ სამართლიანი ადამიანისგან, თორემ მიიღებს იმას, რასაც დიდი ხანია ელოდება და ხელები მაგიტომ ექავება. რადგან აქციებს არ ვაანონსებ, იმას არ ნიშნავს, რომ ან გადავიფიქრე ან დავიღალე ან მეშინია. ერთი გაბედონ, რაა”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს გუშინ, 21 სექტემბერს პროკურატურამ მობილური ტელეფონი ჩამოართვა.

საქმის პროკურორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, რომ რამიშვილის ტელეფონი საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, რადგან მასში დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციისა და სატელიტის ფოტოების მოპოვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არსებობს.

მიხეილ რამიშვილი მომხდარს მის პირად სივრცეში შეჭრად აფასებს და განმარტავს, სასამართლოს განჩინებაში ეწერა, რომ ექსპერტიზა მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან დაკავშირებულ მიმოწერას ნახავდა, თუმცა მობილურში სხვა ინფორმაციის კლონირებაც მოახდინეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად