თეონა თამაზაშვილი: შიმშილობასაც გამოვაცხადებ და აქციებსაც დავაანონსებ

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა შიმშილობას აპირებს.

ამის შესახებ თეონა თამაზაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც 3 დღის წინ, მათავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვედრის თხოვნით მიმართა და პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

“ყურადღება გადაიტანეს ფურცხვანიძეზე, შეუფარდეს  და გააჩუმეს. ალბათ, უთხრეს, ორი თვის მერე გამოგიშვებთ, უკვე ჩაფარცხული გვექნება ყველაფერიო. იმედი აქვთ, რომ არჩევნებში გაიმარჯვებენ, ჩაფარცხავენ ყველაფერს და ბედნიერად იცხოვრებენ. არ ეღირსებათ! პირადად მივმართავ მეზღაპრე შოთაძეს, ერთი გუდაღა აკლია და მალე აიკრავს ალბათ, გუდა-  ნაბადსაც. არ შერჩება! რადიკალურ ფორმასაც მივმართავ- წავალ და დავუჯდები, შიმშილობასაც გამოვაცხადებ და აქციებსაც დავაანონსებ” -განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად