თეონა თამაზაშვილი პროკურატურაზე: მოქმედება უნდა დამანახოს და თუ არ დამანახებს, ისეთებს დავატრიალებ, რომ მტრისას

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის,  თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას წყვეტს.

როგორც გარდაცვლილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხდა, აღნიშნულის მიზეზი შსს -ს მიმართ უნდობლობაა.

„ბატონ შოთაძეს ვუთხარი, რომ შსს-სთან აღარ მინდა ურთიერთობა და მინდა ყველაფერს თქვენთან გავეცნო-მეთქი. მე გუშინ გავაჟღერე, რომ მისი ნდობის ფაქტორი მაქვს. თავიდან შსს-ს იმედიც მქონდა და იმიტომ გავატანე კომპიუტერი. ასე რომ მცოდნოდა, რომ ასე შეეცდებოდნენ საქმის ჩაფარცხვას, ყველაფერის წაშლას, არ გავატანდი. ანალოგიური მოთხოვნა იქნება ბატონი შოთაძის მიმართაც. თუკი ოდნავ მაინც შევატყობ, რომ რაღაც ისე არ არის, მის მიმართაც დამეკარგება ნდობა. მოქმედება უნდა დამანახოს, ამას ველოდები და თუ არ დამანახებს, ისეთებს დავატრიალებ, რომ მტრისას“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

გარდაცვლილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად