თეონა თამაზაშვილი: მთავარი პროკურორისგან მივიღე დაპირება, რომ სადაც კი მოვითხოვ, FBI აუცილებლად იქნება ჩართული

“მთავარი პროკურორისგან მივიღე დაპირება, რომ სადაც კი მოვითხოვ, FBI აუცილებლად იქნება ჩართული, ნებისმიერ ექსპერტიზაზე. მარტო თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბარი ზედმეტად მიიჩნია. ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება და ყველა ვერსია გადამოწმდება. პროკურატურა მუშაობს თვითმვკლელობამდე მიყვანაზე, თვითმკვლელობის ინსცენირებასა და მიზანმიმართულ მკვლელობაზე. ჩვენი ყველა კითხვა ჩაინიშნეს და ყველა კითხვას გაეცემა პასუხიო”.

ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თენა თამაზაშვილმა მთავარ პროკურორ, ირაკლი შოთაძესთან შეხვდერის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ  ირაკლი შოთაძე მას საქმეში FBI-ის ჩართულობას დაჰპირდა.

შეგახსენებთ, 5 აგვისტოს შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბაჩალიაშვილი ინტერნეტში თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაციას ეძებდა.

ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა დღეს, 6 აგვისტოს შოთაძესთან შეხვედრამდე  შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. ის ითხოვდა, რომ შვილის გარდაცვალების გამოძიებაში აშშ-ის ფედერალური ბიურო ყოფილიყო ჩართული. ამ მიზნით ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები 4 აგვისტოს აშშ-ის საელჩოსთანაც შეიკრიბნენ.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად