თეონა თამაზაშვილი: გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა. ჩვენ საქმეს ჩამოაშორეს

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილის მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ნდობას უცხადებს და განმარტავს, რომ მასთან გამართული დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილია.

.

“კარგი შეხვედრა იყო. კმაყოფილი ვარ. ვენდობი ბატონ ირაკლი შოთაძეს. ყველაფერზე გექნება პასუხიო. მეტნაკლებად უკვე ჩართულია ფედერალური ბიურო”.

ამის შესახებ თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან ირაკლი შოთაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა და შეკითხვაზე: ჩამოაშორეს თუ არა პროკურორი მარიამ გოგორელიანი, განმარტა, რომ ჩამოაშორეს.

“გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა. ჩვენ საქმეს ჩამოაშორეს”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, თეონა თამაზაშვილი მთავარ პროკურორთან შეხვედრამდე აცხადებდა,  შოთაძეს პროკურორ მაია გოგორელიანის მხრიდან ზეწოლის შესახებ მიაწვდიდა ინფორმაციას. თამარ ბაჩალიაშვილის დედა დღეს ირაკლი შოთაძეს შეხვდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად