თეონა მანაგაძე: ქცევის კოდექსი რომ არ მაჩერებდეს, აქ პეპლებსა და ყვავილებზე კი არ დავწერდი…

ქცევის კოდექსი რომ არ მაჩერებდეს, აქ პეპლებსა და ყვავილებზე კი არ დავწერდი… მოგიყვებოდით, რომელი პოლიტიკოსია მავნებელი, რომელი ფლიდი, რომელი გარეწარი და რომელი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, თან კარგი კანონმდებელი და მშრომელი, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი, თეონა მანაგაძე „ფეისბუქზე“ წერს.

“ყველაფერი მახსოვს – 14 წელი ვინ და როგორ იქცეოდა პარლამენტში, ვის რა ღირებულება ჰქონდა, ვინ ვის როგორ მოექცა, ვინ სად რა შეცდომა დაუშვა, ვინ არ მოვიდა საარჩევნო სისტემის შეცვლისთვის კენჭისყრაზე, ვინ ვის უღალატა და ვინ ვის უერთგულა. ასევე როგორ შეეცვალათ, პრიორიტეტები და როგორ დახტუნაობენ ნავებში, თუ როგორ ხტებიან ჩაძირული გემებიდან. ეთიკის დაცვით პატივს ვცემ საკუთარ თავსაც, საკუთარ პროფესიასაც…

ვისაც ეჭვები გკლავთ და გაბოროტებთ, გეტყვით, მშვიდად იყავით – კრიტიკულ კითხვასაც ვსვამ და რომელი პასუხიც არ მომეწონება, ვაზუსტებ. ამისთვის კი ოთხი წლის მანძილზე, რაც პირველ არხში ვმუშაობ, არავის დავუტუქსივარ, პირიქით, ბევრი საპირისპირო შექება მახსოვს. ყველამ ჩვენს ღირსებას მივხედოთ, სარკეში ჩავიხედოთ, წარსულიც გავიხსენოთ, აწმყოზეც ვიფიქროთ და სახე არ დავკარგოთ უკეთესი ქვეყნისთვის და უკეთესი საზოგადოებისთვის“, – წერს საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...