დოლენჯაშვილი: ყველას, ვინც გაუაზრებლად ყვება ამ ისტერიას, ჩვენს გამომცხვარ ხაჭაპურზე ვეპატიჟებით

ვინც გაუაზრებლად ყვება ამ ისტერიას, ჩვენს გამომცხვარ ხაჭაპურზე ყველას ვეპატიჟებით, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” წევრი, მწერალი თეონა დოლენჯაშვილი Facebook-ში წერს:

“გადასარევ ხაჭაპურს ვაცხობ ბავშვობიდან. თუმცა ისიც ვიცი, რომ ეს სულ სხვა საქმეა და ჩემი, ხშირად ფემინისტური რომანების წერა – სხვა. ორივე საქმე მნიშვნელოვანია, მაგრამ ხაჭაპურის ცხობა სწრაფად ხდება, რომანების წერა – ხანგრძლივად. სწორედ ამას გულისხმობდა მამუკა ხაზარაძე, როდესაც მინისტრის არაკომპეტენტურობაზე საუბრობდა. მინისტრის, რომელმაც არ იცის თავისი საქმე და რომელიც ანგრევს ქვეყნის ინფრასტრუქტურას.

რაც შეეხება, სამზარეულოში ასევე საპატიო შრომას, მამუკა ხაზარაძეს ესეც არ გამოდის ურიგოდ და დარწმუნებული ვარ წამითაც არ უფიქრია ქალის შრომის დაკნინებაზე. 5 წელზე მეტია მასთან ვმუშაობ და არასდროს მსმენია მისგან სექსისტური ხასიათის ერთი სიტყვაც კი! ქალები ყოველთვის იყვნენ მისი თანაბარი და ღირსეული თანამებრძოლები ყველა იმ გუნდში, რომელიც შექმნა. “ლელოც” ასეთია. და ყველას, ვინც სხვაგვარად ფიქრობს და გაუაზრებლად ყვება ამ ისტერიას, ჩვენს გამომცხვარ ხაჭაპურზე ვეპატიჟებით”, – წერს თეონა დოლენჯაშვილი.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ მაია ცქიტიშვილის მისამართით თქვა: “საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, რა არის საერთოდ ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ მე არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ”.

ამ განცხადების გამო მამუკა ხაზარაძე მკაცრად გააკრიტიკეს და ეს განცხადება სექსისტურ განცხადებად იყო აღქმული საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად