თეონა აქუბარდია: სუს-ისგან სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვება არ მიგვიღია ოპოზიციის არცერთ წევრს

აპრილში პარლამენტში შესული ოპოზიციის არცერთ წევრს მათ შორის მეც დაშვება სუს-ისგან არ მიგვიღია სახელმწიფო საიდუმლოებაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია სოციალურ ქსელში წერს:

“ტოტალური მოსმენების სკანდალზე მოკლედ ვიტყვი იმ აბსურდზე, რაშიც მეც, როგორც თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წევრი და ოპოზიციიდან მოადგილე ვიმყოფები.

ერთი რომ კანონით იმ დეპუტატს, რომელმაც სპეცსამსახურების საპარლამენტო კონტროლი უნდა აწარმოოს, მისი საიდუმლებაზე დაშვება სუს-ის ხელშია და მეორე, რომ აპრილში პარლამენტში შესული ოპოზიციის არცერთ წევრს მათ შორის მეც დაშვება სუს-ისგან არ მიგვიღია სახელმწიფო საიდუმლოებაზე. ( სამთვიანი ვადა გასულია) ამიტომ ვერც საიდუმლო გრიფით წერილობით ვითხოვ ინფორმაციას, ვერც შესაბამის საპატარლამენტო კონტროლს ვერ განვახორციელებ. წინა კვირას მივწერე სუს-ის უფროსს ამის შესახებ. მაგრამ სად ეცლებათ ახლა ამისთვის…” – წერს თეონა აქუბარდია

კომენტარები
იტვირთება...