თეონა აქუბარდია: შემოვდივარ პოლიტიკაში – ეს გადაწყვეტილება არ იყო იოლი მისაღები

ექსპერტი უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებში, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი თეონა აქუბარდია პოლიტიკაში მოდის.

“დღეს პირველად ვიმყოფები ამ ფორმატში, როდესაც არ ვარ სპეციალისტი, არამედ შემოვდივარ პოლიტიკაში. ეს გადაწყვეტილება არ იყო იოლად მისაღები. თუმცა, როდესაც დღეს ვხედავ, რომ ქვეყანაში არა არის არც უსაფრთხოება, არც სტაბილურობა და არც კეთილდღეობა, ვხედავ ქვეყანაში შექმნილ მძიმე პრობლემებს დემოკრატიის კუთხით, დასავლეთის მკაცრ კრიტიკას, რომელიც არ გვახსოვს ედუარდ შევარდნაძის მმართველობის შემდეგ და როდესაც ვხედავთ იმ უიმედობას და ნიჰილიზმს, რომელიც გამეფებულია საზოგადოებაში, არ მქონდა უფლება არ მიმეღო ეს გადაწყვეტილება და არ შემოვერთებოდი ამ გუნდს.

გიორგი ვაშაძესთან ერთად 1 წელი ვიმუშავე სტრატეგია აღმაშენებლის ფარგლებში ერთი წელი ვიმუშავე და ერთწლიანი დაკვირვების შედეგად მივიღე ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ  „სტრატეგი აღმაშენებელი“ -ის საარჩევნო კამპანიის ღონისძიების გახსნაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად