თეონა აქუბარდია: იმის სცენარი, რასაც ორი დღეა ვუყურებთ, კრემლშია დაწერილი

უსაფრთხოების ექსპერტი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ სცენარი, რომლითაც ორი დღეა საპროტესტო აქციები იმართება და ძალადობრივი მოწოდებები კეთდება, ქართული საზოგადოების პოლარიზებას ემსახურება და კრემლშია დაწერილი.

ექსპერტმა ამის შესახებ აჭარის ტელევიზიის გადაცემა „მთავარი აჭარაში“ ისაუბრა. აქუბარდია ამბობს, რომ ხელისუფლებისგან წახალისებული ჯგუფები, ამზადებენ ნიადაგს, რათა 2020 საპარლამენტო არჩევნებისთვის ანტიდასავლური ძალები, მეტი დოზით იყვნენ წარმოდგენილი.

“ის, რასაც ჩვენ ორი დღეა ვხედავთ, არის კრემლში დაწერილი სცენარი. რუსეთის პოლიტიკის მიზანი არის საქართველოში ქაოსის გამოწვევა, საზოგადოების გახლეჩვა, პოლარიზაცია ასევე ანტიდასავლური განწობების გაღვივება და შეაბამისად 2020 საპარლამენტო არჩევნებისთვის ნიადაგის შექმნა, იმისთვის რომ ანტიდასავლური ძალები უფრო მეტი რაოდენობით იყოს საქართველოს პარლამენტში.

მიუხედავად იმისა, რომ კინოსეანსის ჩვენება შედგა და პოლიციამ იმუშავა, ეს იყო ძალადობრივი აქცია“,-ამბობს თეონა აქუბარდია.

წამყვანის კითხვაზე, რამდენად მიაღწიეს ამ აქციებით პრორუსულმა ძალებმა მიზანს? ექსპერტმა უპასუხა, რომ ნაწილობრივ ამას მიაღწიეს. „გამოხმაურებებით, რომელიც ჰქონდა ამ პროცესებს რუსულ და დასავლურ პრესაში, მიზანი მიღწეულია, რადგან საქართველოში ულტრა მემარჯვენე და ანტიდასავლური განწყობების შექმნა სწორედ კრემლის ინტერესებში ჯდება.

საქართველოში, ტრადიციულად, ყოველთვის იყო განსხვავებული აზრის, რელიგიისა თუ რასის შემწყნარებლობა, ამის მიუხედავად ჩვენ ყალბ ფასეულობებს გვახვევენ. იქნება ეს „ქართული მარში“ თუ ლევან ვასაძე, რომელიც საკმაოდ ახლოსაა კრემლის იდეოლოგებთან, იქნება ეს დუგინი, რომელიც მისი მეგობარია, ან პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელი თუ სხვა. განწობები არის აბსოლუტურად გასხვავებული და ხელოვნურად ხდება ამ პროცესის ინიცირება. კრემლის ინტერესია, რომ ჩვემ ვერ ვთანხმდებოდეთ ქვეყნის მომავალ განვითარებაზე, ხელოვნური დაპირისპირების გამო გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა და არ ვკონცეტრირდეთ თუ რა გამოწვევებია რეალურად ქვეყანაში. როგო უნდა ვიყოთ ერთიანები ამ პორბლემების მოგვარების დროს“,- განაცხადა აჭარის ტელევიზიის ეთერში, ექსპერტმა თეონა აქუბარდიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად