თეოლოგი: თუ სინოდი არ შეიკრიბება ნიშნავს, რომ ისინი თავად ეკლესიის რეპუტაციას უქმნიან საფრთხეს

თუკი არ შეიკრიბება სინოდი, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ისინი თავად ეკლესიის რეპუტაციას უქმნიან საფრთხეს”,-ამის შესახებ თეოლოგმა, ლადო ნარსიამ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

“ვიდრე მეორე სინოდამდე არ იქნება ის საკითხები გარკვეული, რა საკითხებზედაც საუბრობს პეტრე ცაავა, მანამდე საერთოდ უსაფუძვლოა მოთხოვნა ნებისმიერი ტიპის სინანულზე. თუკი არ შეიკრიბება სინოდი, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ისინი თავად ეკლესიის რეპუტაციას უქმნიან საფრთხეს,” – აღნიშნა ლადო ნარსიამ.

თეოლოგი ლევან აბაშიძე კი ამბობს, რომ სხდომის ჩანიშვნა მხოლოდ პატრიარქისა და სინოდის პრეროგატივაა.

“ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს უწმინდეს პატრიარქზე და სინოდის წევრებზე. თუ ისინი საჭიროდ ჩათვლიან მაშინ მოიწვევენ კრებას და იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რასაც თვითონ საჭიროდ ჩათვლიან. არსებობს კომისია ზნეობრივი, მას შეეძლოო იქ წასულიყო, მიეტანა თავისი საბუთები და ახსნა-განმარტებები, მაგრამ ის ფორმა რა ფორმითაც მან გადაწყვიტა მხილება, ეს ფორმა სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა სინოდისთვის, – აღნიშნა ლევან აბაშიძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად