თეოლოგი: პეტრე ცაავა ეპისკოპოსად ეკურთხა 32 წლის, რაც რჯულის კანონით მძიმე დარღვევაა, მივიდეს და უთხრას: – შეგეშალათ…

“არაფერი რჯულის კანონში ჩასახედი არ არის. ბოლო სიტყვა ეკუთვნის წმინდა სინოდს – იმის ზემოთ ღმერთია უკვე. სინოდმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ ის აღარ არის მღვდელი ჭყონდიდის ეპარქიაში. მას თავის პატივში, მიტროპოლიტად ვიხსენიებთ, მაგრამ იქ დანიშნულია უკვე სხვა ეპისკოპოსი. კეთილი ინებეთ და დაემორჩილეთ, თუ არ ემორჩილებით სინოდს, მაშინ წადით და დაჯექით სახლში”.

ამის შესახებ თეოლოგმა ლევან აბაშიძემ გადაცემაში “ალტ -ინტერვიუ” განაცხადა და განარტა, რომ მეუფე პეტრე ცაავა ეპისკოპოსად 32 წლის ასაკში ეკურთხა, რაც რჯულის კანონით უფრო დიდი დარღვევაა, ვიდრე თუნდაც ის, ბრალდებები, რომელზეც თავად ლაპარაკობს.

“მიტროპოლიტი პეტრე თქვენ იცით რომ ეპისკოპოსად კურთხევა არ შეიძლება 35 წლამდე? რჯულის კანონში ზუსტად წერია. პეტრე ცაავა ეპისკოპოსად ეკურთხა 32 წლის ასაკში. თუ ეს ბატონი ასეთი კანონისტია, მივიდეს სინოდს და თქვას, რატომ მაკურთხეთ 32 წლის, შეგშლიათ, მე ეპისკოპოსი საერთოდ არ უნდა ვიყო … სხვათაშორის, ეს უფრო მძიმე დარღვევაა. 35 წლის კაცი მეხუთე საუკუნეში, ეს არის როგორც ჩვენთვის 60 წლის კაცი. იგივეა ვაჟბატონი ჭიღლაძე – 30 წლის არ იყო, როცა მღვდლად აკურთხეს. თუ ასეთი კანონისტები არიან, თვითონ შეასრულონ ყველაფერი თავიდან ბოლომდე. ეს არის დარღვევა, რაც ერთი გადახედვით ვნახე და მათ თავზე იყო. იესოს მწიგნობრები მართლა განათლებულები იყვნენ და ზოგიერთი ფარისეველი მართლა პატიოსანი იყო და ზოგიერთი იესოს მოწაფე გახდა, მაგრამ ესენი რას ამბობენ, რომ სინოდმა უნდა მოუსმინოს მიტროპოლირ პეტრეს. ვის უნდა მოუსმინონ, ვინც იგინება უშვერი სიტყვბით და იფურთხება? რად უნდა ამას კანონიკა, გამაგებინეთ. ნებისმიერ ორგანიზაციაში ვიღაც რომ ადგეს, თავის ხელმძღვანელს დაუწყოს გინება, ლანძღვა, იქ საქმის გარჩევას დაიწყებენ თუ ადგებიან, პირდაპირ გაათავისუფლებენ და თვითონ იჩივლოს სასამართლოში. 44 ეპისკოპოსი იყო აღშფოთებული მისი საქციელით. სხვას რომ თავი დავანებოთ, ყველაფერს თაისი ფორმა აქვს – შეიძლება გამოხვიდე პატრიარქის მიმართ ბრალდებით, მაგრამ გინებით, ლანძღვით, ყვირილით და გაწევ – გამოწევით? არაფერი რჯულის კანონში ჩასახედი არ არის. ბოლო სიტყვა ეკუთვნის წმინდა სინოდს – იმის ზემოთ ღმერთია უკვე. სინოდმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ ის აღარ არის მღვდელი ჭყონდიდის ეპარქიაში. მას თავის პატივში, მიტროპოლიტად ვიხსენიებთ, მაგრამ იქ დანიშნულია უკვე სხვა ეპისკოპოსი. კეთილი ინებეთ და დაემორჩილეთ, თუ არ ემორჩილებით სინოდს, მაშინ წადით და დაჯექით სახლში” -განაცხადა თეოლოგმა ლევან აბაშიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...