თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი: წლებია ვიტანთ უმსგავსოებას და განუკითხაობას, რასაც საპატრიარქო ხელს უწყობს

თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილის განცხადებით, მეუფე პეტრე ეცადა, რომ კანონიკურ სიბრტყეზე კონფიდენციალურად წმინდა სინოდის ფორმატში, ამავდროულად პრივატული შეხვედრების მეშვეობით, მოეკვლიათ ჭეშმარიტება და საქართველოს პატრიარქისთვის შვილობრივად ეთხოვათ, გაეთვალისწინებინა მათი საწუხარი, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მარტვილში თემის კომენტირებისას განუცხადა.

“გულშემატკივრის პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენ იძულებული გავხდით, საჯარო სივრცეში გადაგვეტანა სამართალწარმოება და დავა.

ჩვენ ვეცადეთ, რომ კანონიკურ სიბრტყეზე, კონფიდენციალურად წმინდა სინოდის ფორმატში, ამავდროულად პრივატული შეხვედრების მეშვეობით, მოგვეკვლია ჭეშმარიტება და საქართველოს პატრიარქისთვის შვილობრივად გვეთხოვა, რომ გაეთვალისწინებინა ჩვენი საწუხარი, სამწუხაროდ, არანაირი რეაგირება ამას არ მოჰყოლია.

მინდა გითხრათ, რომ მძლავრია საქართველოს ეკლესიაში ბოლო წლების განმავლობაში ჰომოსექსუალური ლობის მდგენელი. აქედან გამომდინარე, ჩვენი ზნეობრივი და მორალური ვალდებულება იყო, რომ ღვთის წინაშე თავი გადაგვედო, გაგვეწირა ჩვენი კომფორტი, სიმშვიდე და გვეთქვა ის სიმართლე, რომელიც ძალიან მძიმე აღმოჩნდა მოსასმენად სრულიად საქართველოსთვის ეთიკური თვალსაზრისით.

ბოდიშს ვუხდით ყველას, თუ ვინმეს ამის გამო იმედი გაუცრუვდა, ან გული ეტკინა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ვიყავით ჩვენ, რომლებიც წლების განმავლობაში ვიტანთ, თუ ვითმენთ უმსგავსობას, განუკითხაობას და ჰედონიზმს, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ხელს უწყობს”,- განაცხადა ტიგინაშვილმა.

მისი თქმით, მასზე და მის ოჯახს მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიან. იგი სამართალდამცველებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად