თეოდორა კახიანი მსოფლიო თასის გათამაშებაზე პლეი-ოფში ვერ გავიდა

დღეს აშშ-ში, იუტას შტატის დედაქალაქ სოლტ-ლეიკ-სიტიში, ქალთა შორის ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო.

თასისთვის მებრძოლი 161 მონაწილიდან 16 ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობის გარეშე იყო დაშვებული შემდეგ ეტაპზე სააპარეზოდ დანარჩენი მოფარიკავე 21 ჯგუფში გადანაწილდა სამოცდამეოთხედფინალური წყვილების გამოსავლენად. ევროპის 2017 წლის ჩემპიონი თეოდორა კახიანი მე-19, ექვსმონაწილიან ჯგუფში მოხვდა მასპინძლებთან ნორა ბურკესთან და მონიკა აკსამიტთან, იაპონელ მარინო კიმურასთან, არგენტინელ მარია ბელენ პერეზ მაურიცოსთან და კანადელ მარიშა პონიჩთან ერთად.

ჯგუფსი შეხვედრები თეოდორა კახიანის მონაწილეობით ასე დასრულდა:
მარია ბელენ პერეზ მაურიციო – თეოდორა კახიანი 5:4
თეოდორა კახიანი – მარინო კიმურა 3:5
მონიკა აკსამიტი – თეოდორა კახიანი 5:3
თეოდორა კახიანი – მარიშა პონიჩი 5:0
თეოდორა კახიანი – ნორა ბურკე 2:5

ჯგუფში ადგილები ასე განაწილდა:
1. მონიკა აკსამიტი – 5 მოგება, ჩხვლეტები 25:15
2. მარინო კიმურა – 4 მოგება, ჩხვლეტები 22:18
3. ნორა ბურკე – 2 მოგება, ჩხვლეტები 21:21
4. მარია ბელენ პერეზ მაურიციო – 2 მოგება, ჩხვლეტები 18:22
5. თეოდორა კახიანი – 1 მოგება, ჩხვლეტები 17:20
6. მარიშა პონიჩი – 1 მოგება, ჩხვლეტები 16:23

ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული ერთადერთი გამარჯვება საკმარისი არ აღმოჩნდა შემდგომ ეტაპზე გასასვლელად და თეოდორა კახიანი თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად