თენგიზ ზენაიშვილი: სახლი, რომელზეც ტვ პირველმა თქვა, რომ ვოლსკის ეკუთვნის, ჩემი პირადი საკუთრებაა

“შაბათს, “ტვ პირველმა” თქვა, რომ გია ვოლსკისია. არა! ეს ჩემია და ვოლსკის მხოლოდ ტელევიზორიდან ვიცნობ”, – ამის შესახებ თენგიზ ზენაიშვილი თავის Facebook გვერდზე წერს.

“ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება. შაბათს, “ტვ პირველმა” თქვა, რომ გია ვოლსკისია. არა! ეს ჩემია და ვოლსკის მხოლოდ ტელევიზორიდან ვიცნობ. ახლობლებო, ის ხომ იცით, რომ პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს?

დაიმახსოვრეთ, ეს სახლი გონიოში, ჩემია და მეტი არავის!

ჟურნალისტებო, ნუ შემაწუხებთ. აგერაა ფოტოებიც. რეესტრიდან ამონაწერის ძიება მეზარება. გამგები გაიგებს.” – წერს თენგიზ ზენაიშვილი.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად