თენგიზ წულაძე: ტიკარაძე ცდილობს მდგომარეობის მოგვარებას, ეს მის იურისდიქციაში არაა, მაგრამ შუამავლობას ძალიან ცდილობს

კონსილიუმის ჯგუფის წევრი, ექიმი ნევროლოგი თენგიზ წულაძე, რომელიც კოლეგებთან ერთად ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა, აცხადებს, რომ ეკატერინე ტიკარაძე ცდილობს მდგომარეობის მოგვარებას, რაც მის იურისდიქციაში არაა, მაგრამ შუამავლობას ძალიან ცდილობს.

ექიმის განცხადებით, მის კოლეგებს ჯერ არ უნახიათ სააკაშვილი და ისინი ჯერ კოვიდტესტს იკეთებენ ციხის შენობაში პროცედურის შესაბამისად.

“ჩვენ ეკატერინე ტიკარაძეს ის ინფორმაცია მივაწოდეთ, რაც ვიცოდით გუშინ, ის ცდილობს მდგომარეობის მოგვარებას, მაგრამ როგორ მოხდება ეს არ ვიცი. მის იურისდიქციაში ეს არ არის, მაგრამ რამდენადაც შევატყვე, ძალიან ცდილობს ამ შუამავლის როლის შესრულებას ჩვენსა და იმ ადამიანებს შორის, ვისაც ამის მოგვარება ხელეწიფებათ. რამდენად გამოუვა, არ ვიცი”, – თქვა ექიმმა.

მისივე თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესაძლო გადაყვანის საკითხი არ განხილულა.

კომენტარები
იტვირთება...