თენგიზ ცერცვაძის თქმით, ძილიანობა, შფოთვის შეგრძნება და აღგზნებადობა კოვიდ 19-ის ნიშანია და საგანგაშოა

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ძილიანობა, შფოთვის შეგრძნება და აღგზნებადობა უკვე კოვიდის ნიშანია და საგანგაშოა. თუკი ადამიანს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები აწუხებს, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს და ჩაიტაროს ტესტი კოვიდზე.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კოვიდ 19-ის გართულების გამომწვევ მიზეზებს შორის, ერთ-ერთია ზედმეტი წონა. ადამიანებს, რომელთაც ზედმეტი წინა აწუხებთ, შესაძლოა ვირუსი გაურთულდეს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკურ აქტივობას.

“დაავადება უფრო ხშირად იწყება მსუბუქად და ქმნის ილუზიას, რომ ასე მსუბუქად დამთავრდება. ამიტომ ადამიანები დროულად არ მიდიან ექიმთან და ფიქრობენ, რომ თავად მოახერხებენ გაუმკლავდნენ ამ ვირუსს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც აქვთ გვერდით მეზობლის მაგალითი, რომელიც ამბობს, რომ უპრობლემოდ და “ფეხზე მდგომმა” გადაიტანა კოვიდი.”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ “რუსთავი 2” -თან.

მისივე თქმით, ნგლისში ჩატარებული კვლევით პოსტკოვიდური სიმპტომით 29% მიბრუნდა კლინიკაში და 12% გარდაიცვალა.

“დღეს ეს პრობლემა არანკლებ პრობლემატურია, ვიდრე თვითონ კოვიდი. პოსტკოვიდური სინდრომით პაციენტები ხვდება ყველგან, მსოფლიოში, მათ შორის ხშირად საქართველოშიც. ამაზე არ იყო ფოკუსირებული ყურადღება, ახლა ფოკუსირებულია – ჯერ ერთი შემთხვევები გახშირდა. და მეორე, ინგლისელებმა დადეს ძალიან საინტერესო კვლევა. მათ ჩაატარეს რეტროსპექტიული – უკანა რიცხვით კვლევა, ანუ მომავალში არ უწარმოებიათ.

შეისწავლეს 47 000 კოვიდგადატანილი ადამიანი და საკმაოდ მოულოდნელი შედეგები ნახეს. 29.3% კლინიკიდან გაწერიდან 140 დღეში უკან შებრუნდა კლინიკაში პოსტკოვიდური სინდრომის გამო. რაც ყველაზე მოულოდნელი იყო, მაგრამ არ გვაქვს საფუძველი რომ მას არ ვენდოთ, ის ინგლისის მთავრობის მიერ დაფინანსებული კვლევა იყო, ეს არის ის, რომ ამ კოვიდგადატანილების 12% გარდაიცვალა. ანუ ეს უფრო მეტია, ვიდრე თვითონ კოვიდით გარდაცვლილების რაოდენობა. მართალი გითხრათ, ბოლომდე არ მჯერა. იმიტომ, რომ საბედნიეროდ ყველა ისპაციენტი, ვინც ჩვენ მოგვმართა პოსტკოვიდით, არცერთი გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა. ჩვენთან ძალიან მძიმე პაციენტები არ ყოფილან, მაგრამ იყვნენ საყურადღებო და საშუალო სიმძიმის.

მინდა განვმარტო რა არის პოსტკოვიდური სინდრომი – ეს არის სხვა არაფერი თუ არა თანმხლები ქრონიკული დაავადებები, რაც ჰქონდა კოვიდიან პაციენტს, მაგრამ იყო ლატენტური და არ იყო მანიფესტირებული. კოვიდმა კი ამათი მანიფესტირება მოახდინა, ანუ გამომჟღავნება. ანუ გამწვავება თანმხლები ქრონიკურლი დაავადებების. ნაწილი არის თანმხები დაავადებების მანიფესტირება, ნაწილი ახალი დაავადებების”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...