თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდომარეობა სტაბილურია და ინფექციურ საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა ისევ საავადმყოფოში რჩება. მისი მეუღლე, ანა თოფურია კი კორონავირუსს სახლში მკურნალობს.

როგორც “აიპრესს” ცენტრშის პრესსამსახურის ხელმძრვანელმა გიორგი ბერიძემ განუცხადეს, ”თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდომარეობა სტაბილურია. დინამიკაში ვაკვირდებით. ამ დღეებში ჩაუტარდება მორიგი კვლევა და განისაზღვრება მკურნალობის სტრატეგია ან იგივე დარჩება”.

შეგახსენებთ, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა.

აღენიშნება ტემპერატურის მატება 38.0 გრადუსამდე. გულ-მკერდის ორგანოების კომპიუტერულ – ტომოგრაფიული გამოკვლევით დაფიქსირდა ორმხრივი კოვიდ პნევმონია.

იმუნური სისტემის გამოკვლევით აღენიშნება უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. ვინაიდან ბატონი თენგიზი წარმოადგენს ორმაგად მაღალი რისკის ჯგუფის პირს – იგი არის ასაკოვანი და ამავე დროს აქვს არაჰოჯკინის ლიმფომა და სერიოზული იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, ამიტომ გადაწყდა მისი ჰოსპიტალიზაცია.

მას გადაესხა ანტივირუსული მედიკამენტი “რემდესივირი” ორი 100 მილიგრამიანი ფლაკონი ერთჯერადად. ის მკურნალობას მომავალ დღეებში გააგრძელებს კლინიკაში და მისი მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლების მდგომარეობის მიხედვით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად