თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უცვლელი

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი, ამავე ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცას ავრცელებს.

“ბატონი თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უცვლელი.
ისევე როგორც გუშინ საღამოს-ამ საღამოსაც თენგიზ ცერცვაძეს იგივე სიმპტომები აქვს: სხეულის ტემპერატურა 37.7 გრადუსი(დილაობით შედარებით დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება). ყელის და თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე და ხშირი ხველა. ამ დროისთვის ინფექციური პათოლოგიისა და შიდისის ცენტრის გენერალური დირექტორი მკურნალობას სახლში განაგრძობს და ჯანმრთელობის გაუარესებისთანავე მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდება.
იგივე მდგომარეობაა თენგიზ ცერცვაძის მეუღლის შემთხვევაშიც. ანა თოფურიას სიმპტომები ყელის ტკივილით და 37.0 გრადუსი ტემპერატურით შემოიფარგლება.
ბატონი თენგიზი ყველა იმ პირს მადლობას უხდის, ვინც დაინტერესებულია მისი გამოჯანმრთელებით და ყურადღებით ეკიდება არსებულ ვითარებას…”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად