თენგიზ ცერცვაძე ზიარებაზე: მე, რა თქმა უნდა, ერთჯერად კოვზებს მივანიჭებდი უპირატესობას

“ვერ ჩავერევი რელიგიის კომპეტენციაში, მე რა თქმა უნდა, ერთჯერად კოვზებს მივანიჭებდი უპირატესობას” – ამის შესახებ იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს საპატრიარომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: “ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ ქონდა ადგილი სხვა და სხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას.

ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა. ამასთან, საერთო თაყვანისცემისთვის სამღვდელოება გამოაბრძანებდა ხოლმე საეკლესიო სიწმინდეებს: სახარებას, ჯვრებს, ხატებს, წმინდა ნაწილებს და აწყობდნენ ლიტანიობებს” – .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად