თენგიზ ცერცვაძე: ვფიქრობ, საქართველო მოახერხებს იმას, რომ თავიდან აიცილოს ეპიდემიის დრამატული განვითარება,

79 ინფიცირებული და არც ერთი გარდაცვლილი იმის შედეგია, რომ საათივით აწყობილი მუშაობდა მთელი ვერტიკალი, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა .ინფორმაციას მაუწყებელი ავრცელებს.

,„ვფიქრობ, საქართველო მოახერხებს იმას, რომ თავიდან აიცილოს ეპიდემიის დრამატული განვითარება, თავისი უზარმაზარი უარყოფითი შედეგებით – როგორც ეკონომიკური ზარალით, ისე ადამიანური მსხვერპლით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ მარნეულელი ქალბატონის შემთხვევამ დასაბამი მისცა ე.წ. მეოთხეულ გადაცემას და ქვეყნის შიგნით ეპიდემიის განვითარების საფრთხეს, მაგრამ აქაც მყისიერად იმოქმედა საქართველოს მთავრობამ და ვერტიკალმა, რომლის ფუნქციაც ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაა.

„მყისიერად მოქმედებამ უკვე გამოიღო შედეგი და შეიძლება, ითქვას, რომ საქართველოში ჯერჯერობით, ერთადერთი ცხელი კერა ლოკალიზებულია და შესაძლებელია, ის, რისი საფრთხეც თავიდან იყო და გვეშინოდა, რომ ამას ინფექციის უმართავი გავრცელება შეიძლებოდა, მოჰყოლოდა, ახლა უფრო მეტია იმედი, რომ ეპიდემიის გავრცელება იქნება, მაგრამ მართვადი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად