თენგიზ ცერცვაძე: ვინ გაპატიებს ტყუილს და ისიც ამხელა მასშტაბის – გყავდეს 6000 ინფიცირებული და ამბობდე 700-ს

“ჩვენგან მიწოდებული ციფრები იმსახურებს უმაღლეს სანდოობას ყველა საერთაშორისო ინსტიტუციაში მაშინ, როდესაც არიან ქვეყნები, რომელთა მიწოდებული ციფრები ეჭვებს იწვევს“, – ამის შესახებ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს უპასუხა და განაცხადა:

“ვინ გაპატიებს შენ მოტყუებას და ისიც ამხელა მასშტაბის მოტყუებას, რომ ვთქვათ, 6 000 გყავდეს და 700-ს ამბობდე. ჩვენგან მიწოდებული ციფრები იმსახურებს უმაღლეს სანდოობას ყველა საერთაშორისო ინსტიტუციაში მაშინ, როდესაც არიან ქვეყნები, რომელთა მიწოდებული ციფრები ეჭვებს იწვევს და ამის შესახებ ღიად წერენ ამერიკელები, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ბატონ ტოროსიანს ურჩევნია, იმ ქვეყნების მონაცემს გადახედოს, რომელსაც არ ენდობიან. ჩვენი მთავრობა, ასევე მეც სისტემატურად ვიღებთ მადლობებს ავტორიტეტული ორგანიზაციებისგან“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძე.

ცნობისთვის, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი აცხადებს, რომ სომხეთის ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია. სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს.

მოგვიანებით კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, რამდენიმე წუთის წინ მას სომხეთში საქართველოს საელჩოდან დაუკავშირდნენ და წუხილი გამოთქვეს მომხდართან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად