თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინაციაზე იქნება მაღალი მოთხოვნა, ავალთ მაქსიმალურ სიმძლავრეზე – დღეში 20-22 ათასი კაცი

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, ​ვაქინაციაზე მოთხოვნა მაღალი იქნება.

თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ დღიური ვაქცინაციის რაოდენობა მაქსიმუმამდე გაიზარდოს.

მთავარი ინფექციონისტის თქმით, აუცილებელია აცრილი მოქალაქეების რაოდენობა დღეში 20 ათასი მაინც იყოს, რათა წლის ბოლომდე ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობამ 50%-ს გადააჭარბოს.

“ზოგადად ვაქცინაციაზე იქნება მაღალი მოთხოვნა, ერთადერთი შესაძლოა იმ ინფორმაციამ, რომ გარდა ჩინურისა, მილიონი დოზა “ფაიზერიც” შემოდის, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი წაახალისოს იმისკენ, რომ დაელოდონ “ფაიზერს”, ეს შესაძლებელია, მაგრამ ჩინურმა ვაქცინამ უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა, მას ყავს თავისი მხარდამჭერები და მომხრეები, ის უსაფრთხოა.

მე მგონია, რომ ჯამში აქტივობა იქნება და ეს აქტივობა იქნება მზარდი. ავალთ მაქსიმალურ სიმძლავრეზე ეს იქნება დღეში 20-22 ათასი კაცი”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები
იტვირთება...