თენგიზ ცერცვაძე: “ვაქცინა” კარანტინში მყოფი ადამიანებისთვის ყველაზე პოპულარული ფილმია

მხოლოდ ფილმებში იქმნება ვაქცინა 1 და 2 კვირაში, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, ამ რეალობის იდენტური ფილმი “ინფიცირება” აქვს თუ არა ნანახი? პასუხობს, რომ არა მხოლოდ ეს არამედ რამდენიმე ფილმი აქვს ნანახი ამ ჟანრში.

“სხვათა შორის კარანტინში მყოფი ადამიანებისთვის ყველაზე პოპულარული ფილმია. დაითვალეს, რომელ ფილმებს უყურებდნენ კარანტინში ყველაზე მეტად და “ინფიცირება” გავიდა პირველ ადგილზე. მაშინ, როცა სულ რაღაც 1 წლის წინ, მისი ნახვის რეიტინგი იყო 269″, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად