თენგიზ ცერცვაძე: უახლოეს ხანში სასტუმროები მომარაგდება ჟანგბადი კონცენტრატით და პულსო-ოქსი მეტრებით

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ “კოვოდ სასტუმროები” პულსომეტრით და ოქსიმეტრით მომარაგდება, რომელიც მარტივად, რამდენიმე წამში ზომავს პულსს და ჟანგბადის შემცველობას ორგანიზმში

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ეს ხელ შეუწყობ ადგილზე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება, არის თუ არა კორონავირუსით ინფოცორებული სტაციონარში გადასაყვანი.

“შეზღუდვების დაწესებით ორი მიმართულები ველოდებით გაუმჯობესებას. ერთი, შემთხვევების რაოდენობის შემცირებით, რაც პირდაპირი დამსახურება იქნება იმ გაფართოებული წერტილოვანი შეზღუდვების, ნაწილობრივი „ლოკდაუნის“ და ამას ველოდებით დაახლოებით 2-3 კვირაში. ხოლო მეორე მიმართულება ეს არის კლინიკური მართვის გაუმჯობესება. ამ მიმართულებითაც ძალიან დიდი ძალისხმევა მიმდინარეობს, მაშინაც კი თუ შენარჩუნდება მაღალი ან შედარებით მაღალი რიცხვი ინფიცირების, ჩვენ შევეცდებით, რომ სიკვდილობის მაჩვენებელი დავწიოთ.
მაგალითად, რეანიმაციული განყოფილებებში, სადაც მომარაგებული არიან სუნთქვის აპარატების და რეანიმატოლოგების საკმარისი რაოდენობით, მასიურად ინერგება ე.წ. ჰაიფლოუს, ანუ მაღალი ნაკადის ჟანგბადი მიწოდების ტექნიკა, მეთოდოლოგია. სასტუმროები მომარაგდა ჟანგბადი კონცენტრატით. თუ სასტუმროს პაციენტს დასჭირდა ჟანგბადი, მას კლინიკაში გადაყვანის გარეშე მიაწვდიან აპარატით ჟანგბადს. უახლოეს ხანში 1000 ასეთი კონცენტრატორი იქნება შეტანილი.
გარდა ამისა, სასტუმროები უახლოეს მომავალში მაქსიმალურად მომარაგდება პულსო და ოქსი მეტრებით, რომელიც საზღვრავს ჟანგბადის სატურაციას ეს კრიტიკული მაჩვენებელია იმის დასადგენად პაციენტი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას თუ მის მკურნალობა შეიძლება ჰოსპიტალს გარეთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა “იმედის კვირაში”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად