თენგიზ ცერცვაძე: უახლოეს დღეებში რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას კიდევ ველოდებით

ამის შესახებ იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ “მოამბესთან” განაცხადა. მისი თქმით, დაზუსტებით რიცხვს ვერ დაასახელებს, მაგრამ უახლოეს დღეებში რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელბას კიდევ ელოდებიან.

“საქართველოში კორონავირუსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხორციელდება ერთიანი, უნიფიცირებული სქემით და ჩვენი შეფასებითა და ვარაუდით, მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. ჩვენი მიზანი იყო, გამოგვეყენებინა მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა.

ანუ, თითოეული ქვეყნისგან აგვეღო ის, რაც ძლიერი, წარმატებული მხარე იყო და არ გაგვემეორებინა ის შეცდომები, რაც რიგმა განვითარებულმა ქვეყნებმა დაუშვეს. ეს იყო კლინიკური ჯგუფის შექმნის ერთი მიზანი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად