თენგიზ ცერცვაძე: წერტილოვან შეზღუდვებს მყისიერი შედეგი არ მოაქვს – ორ თვემდე უნდა

„ველოდებით, შეზღუდვებმა აუცილებლად უნდა მოიტანოს დადებითი შედეგი, კერძოდ, უნდა შემცირდეს შემთხვევების რაოდენობა, თუმცა ამ შედეგებს დაუყოვნებლივ არ ველოდებით, რადგან იცით, ადამიანი რომ დაინფიცირდება, მის გამოვლენას ინკუბაციის პერიოდი სჭირდება ორი კვირა. ორი კვირის შემდეგ უნდა ვიგრძნოთ პირველი შედეგები”, – ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.

“აი, ამ გაფართოებული შეზღდვების, რაც უნდა აისახოს, იმაში, რომ ახალი შემთხვევების რიცხვი დასტაბილურდეს, არ იქნას მატება და შემდეგ წამოვიდეს ქვევით, ეს არ არის იოლი პროცესი. ასეთ წერტოლოვან შეზღუდვებს მყისიერი შედეგი არ მოაქვს, დაახლოებით ერთი თვიდან ორ თვემდე უნდა, რომ შედეგი ვნახოთ. ჩვენთან შედეგს უეჭველად მივიღებთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში 28 ნოემბიდან 24 დეკემბრამდე ეკონომიკურ საქმიანობაზე და მუნიციპალურ ტრანსპორტით მოძრაობაზე შეზღუდვები დააწესა. რომელიც დროებით 24 დეკემბერიდან 2021 წლის 3 იანვრის ჩათვლით მოიხსნება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრამდე უქმე დღეები გამოცხადდა.

შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: 28 ნოემბერიდან – 31 იანვრის ჩათვლით საქართველოში შეზღუდვა დაწესდა – რა იზღუდება და რა არა ქვეყანაში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად