თენგიზ ცერცვაძე: თუ შეზღუდვების რამდენიმე ეტაპი კარგად გადავიტანეთ – გადავიდეთ შემდეგზე, თუ ვერა – დავფიქრდეთ

თუ შეზღუდვების რამდენიმე ეტაპი კარგად გადავიტანეთ – გადავიდეთ შემდეგზე, თუ ვერა – დავფიქრდეთ, – ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

“ჩემი აზრით დარჩენილი შეზღუდვების მოხსნა უნდა მოხდეს ეტაპობრივად. იმიტომ, რომ ვაკონტროლოთ სიტუაცია და თუ ვხედავთ, რომ 2, 3 თუ 4 ეტაპი გადავიტანეთ კარგად, შემდეგ გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები. უკვე მოიხსნა რაღაც შეზღუდვები – მოიხსნა კომენდანტის საათი, მოიხსნა ტრანსპორტის გადაადგილების დროს შეზღუდვები, შეკრებების რაოდენობა გაიზარდა… ბევრი რაღაც მოიხსნა. თუ ეტაპები გადავიტანეთ კარგად, გადავიდეთ შემდეგ ეტაპებზე, მაგრამ თუ ეტაპები კარგად ვერ გადავიტანეთ – დავფიქრდეთ, ღირს შემდეგ ეტაპზე თუ არა”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად