თენგიზ ცერცვაძე: თუ გაგიჩნდებათ სიმპტომები, მიმართეთ ექიმს, ოღონდ არა ყველა ექიმს!

“საქართველომ აირჩია კორონავირუსთან ბრძოლის ძალიან კარგი მოდელი, რომელიც შესაძლოა აქვს რომელიმე ქვეყანას, მაგრამ რომელს, მე არ ვიცი და ასე მგონია, რომ ეს ყველაზე ეფექტური იქნება” – განაცხადა “რუსთავი 2”-თან იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ეს მოდელი  შედგება ყველა ქვეყნის საუკეთესო მოდელებისგან, რომლის მთავარი გზავნილი არის “დარჩით სახლში”

“თუ გაგიჩნდებათ სიმპტომები, დამოუკიდებლად იმისა, მოგზაურობდით თუ არა, მიმართეთ ექიმს, მაგრამ არა ყველა ექიმს, არა პირველადი რგოლის, ასე ვთქვათ, თქვენი ოჯახის ექიმებს, არამედ დარეკეთ 112-ში და 112 გადაგამისამართებთ სად უნდა მიხვიდეთ. და ეს სად იქნება გეტყვით. საქართველოში იქმნება და ნაწილობრივ შექმნილია 25 ე. წ პირობითად “ცხელების ცენტრი,” პირობითი სახელია ეს. რომლებიც  განსხვავებით იმ 2000 და 3000 ოჯახის ექიმისგან, რომელიც არ არის ბუნებრივი ამისთვის მომზადებული, არც შეიძლება აკადემიურად და არც შეიძლება მენტალურად, იმ 25 ცენტრის მედპერსონალი იქნება სპეციალურად დატრენინგებული და მომზადებული”

ამ ცხელების ცენტრში იქნებიან ეკიპირებული ადამიანები და სატელეფონო კავშირი შედგება ამ ცენტრთან. მათ, განსხვავებით, ოჯახის ექიმისგან, სპეციალურად ეცოდინებათ როგორ გამოკითხონ და რა კითხვები დაუსვან, რათა ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ პაციენტისგან. უფრო ზუსტად თუ გინდათ, ეს გამოცხადდება. ჯერ რეკავს 144-ზე, ის გადაამისამართებს 112-თან და პაციენტს ელაპარაკება ძალიან კვალიფიციური ექიმი და ეუბნება მას ყველაფერს. ზოგიერი ადამიანის ბუნება ხომ იცით როგორია? მას შეიძლება არაფერი სჭირდეს, შეიძლება ვიღაცამ რაღაც წაიკითხოს და ეგონოს, რომ კორონავირუსი აქვს. ამიტომ, მოხდება მათი სატელეფონო გამოკითხვა ჯერ. –  განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად