თენგიზ ცერცვაძე: თეორიულად შესაძლებელია დადგეს მომენტი, რომ საწოლფონდი და კლინიკური სექტორი ამას ვეღარ აუვა 

თეორიულად შესაძლებელია დადგეს მომენტი, რომ საწოლფონდი და კლინიკური სექტორი ამას ვეღარ აუვა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 

“კარგი კითხვა დასვით, რომ როგორია რისკები, როდესაც ყოველდღიურად იზრდება შემთხვევების რაოდენობა. რა თქმა უნდა რისკები არის. ეპიდემიოლოგები და NCDC სრული დატვირთვით მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ე. წ. წერტილოვანი პრევენცია რომ მოხდეს. ჩვენ არ გვინდა, რომ დავუშვათ, დადგეს ისეთი მომენტი, რომ ქვეყნის დიდი საწოლფონდი და სერიოზული რესურსების მქონე კლინიკური სექტორი ამას ვეღარ აუვა. თეორიულად ეს შეიძლება დადგეს. ასეთი პერიოდები იდგა და დგას მთელ ევროპაში. ერთ მაგალითს გეტყვით, შვედეთი ხომ მიგაჩნიათ ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყნად? იქ 65 წელზე ზემოთ მყოფ ავადმყოფებს კლინიკებში აღარ იღებდნენ. ხომ წარმოგიდგენიათ ამას რა მოყვება, საქართველოში რომ ეს მოხდეს”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად