თენგიზ ცერცვაძე: სიკვდილიანობის შემცირება ქვეყანაში ერთ-ორ კვირაში დაიწყება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადებით, სიკვდილიანობის შემცირება ქვეყანაში ერთ-ორ კვირაში დაიწყება.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, სიკვდილიანობა ქვეყანაში მაშინ შემცირდება, როცა ვაქცინირებულთა რაოდენობა 50 პროცენტს გადააჭარბებს.

„სიკვდილიანობის შემცირება ქვეყანაში ერთ-ორ კვირაში დაიწყება. სამწუხაროდ, ის მაინც დარჩება რაღაც დონეზე, ვიდრე ქვეყანა სრულად არ იქნება ვაქცინირებული. ჩემი პროგნოზია, რომ სიკვდილიანობა შემცირდება მაშინ, როცა ვაქცინირებულთა რაოდენობა გადააჭარბებს 50 პროცენტს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები
იტვირთება...