თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას: ნუ ვიფიქრებთ ახალ ტალღაზე, იმიტომ რომ არავინ იცის, როგორი იქნება ის ახალი ტალღა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას აძლევს რეკომენდაციას, ნუ იფიქრებს კორონავირუსის მეორე ტალღაზე, რადგან არავინ იცის, როგორი იქნება მეორე ტალღა.

ამის შესახებ ამის თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ განაცხადა და ასზაოგადოებას რეკომენდაციის საზით შესთავაზა, რომ მიიღონ თუნდაც დაინფიცირების რისკი ჩვეულებრივ მოვლენად, ისე, როგორც შეიძლება დაგვემართოს ჩვეულებრივი გრიპი, დიარეული დაავადება.

“მთავარი რეკომენდაცია იქნება ის, რომ ჯერეჯრობით, ნუ ვიფიქრებთ ახალ ტალღაზე, იმიტომ რომ არავინ იცის, როგორი იქნება ის ახალი ტალღა. საზოგადოებას მივმართავ, თორემ ჯანდაცვის ორგანოებმა უნდა იფიქრონ და ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად  მოვემზადოთ მეორე ტალღისათვის. ისედაც დატვირთული, უამრავი ცხოვრებისეული პრობლემებია და მომავალ ტალღაზე საზოგადოება ნუ იფიქრებს. ჯერჯერობით ვისიამოვნოთ იმით, რაც უკვე გვაქვს მიღწეული. ჩემი რეკომენაცია იქნება, რომ ის მინიმალური უსაფრთხოების პირობები, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ უკვე გამოიმუშავა. ეს შევასრულოთ ნებაყოფლობით, ყოველგვარი იძლებითი საგანგებო ზომების გარეშე. მეორე – ვიყოთ მშვიდად ფსიქოლოგიურად. როგორც პრაქტიკა გვიჩვენა, ქართული კლინიკური სექტორი დაავადებების იმ რაოდენობას, რომელიც ჩვენ გვქონდა უმკლავდება უნაკლოდ, უპრობლემოდ და გაუმკლავდება ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ მეტს. არ ვიცი, რა იქნება 100-ჯერ მეტი რომ იყოს. მიიღონ თუნდაც დაინფიცირების რისკი ჩვეულებრივ მოვლენად, ისე, როგორც შეიძლება დაგვემართოს ჩვეულებრივი გრიპი, დიარეული დაავადება. გარანტირებულად ჩათვალონ თავი, რომ მათ არ დაემართებათ, მაგრამ თუ დაემართებათ, დახვდებათ ისე საათივით აწყობილი ჰოსპიტალური სექტორი, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად