თენგიზ ცერცვაძე საბავშვო ევროვიზიის ფოსთქარდში და სანდრა გადელიას საჩუქარი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს (ვიდეო)

საბავშვო ევროვიზიის 2020 წლის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, სანდრა გადელიას ფოსთქარდი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს უკავშირდება.

წლევანდელი საბავშვო ევროვიზიის ფოსთქარდები, რომლებიც ყველა ქვეყნისთვის დამზადდა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის მადლობის გადახდას ისახავს მიზნად და კონკურსანტებისგან, მადლიერების ნიშნად, მათთვის საჩუქრის გადაცემას მოიაზრებს.

საქართველოს შემთხვევაში, ფოსთქარდი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს უკავშირდება. საჩუქარი სანდრა გადელიამ თენგიზ ცერცვაძეს გადასცა. მომღერალმა ექიმს, სიმბოლურად, პირბადე აჩუქა, რომელზეც საბავშვო ევროვიზიის ლოგოა გამოსახული.

საბავშვო ევროვიზია 2020-ის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია მე-7 ნომრად გამოვიდა. ქართველმა კონკურსანტმა გიგა კუხიანიძის საკონკურსო სიმღერას „შენ მარტო არ ხარ“ (You are not alone) შეასრულა. პანდემიის გამო, საბავშვო ევროვიზიის წლევანდელი კონკურსი განსხვავებულია. საერთაშორისო ღონისძიება ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად