თენგიზ ცერცვაძე: საარჩევნო კამპანიის პერიოდი შეიცავს რისკებს, საარჩევნო უბნებზე არავინ დაინფიცირდება

ინფექციური კლინიკის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საარჩევნო პროცესს საფრთხე არ ემუქრება და უბნებზეც არავინ დაინფიცირდება.

მისი თქმით,  მიღებულია პრევენციის ყველა ზომა, რომელიც რისკებს ამცირებს.

“თვითონ არჩევნები არ ქმნის რისკს, იმიტომ რომ იქ ისეა დალაგებული ყველაფერი, პრევენციის ისეთი ზომებია მიღებული, ყველა პირობის დაცვის თვალსაზრისით, რომ იქ არავინ დაინფიცირდება. საარჩევნო კამპანიის პერიოდი შეიცავს რისკებს. რა ვქნათ, ამ რისკებს თავიდან ვერ ავიცილებთ. რეგულაციებს რომელიც მინიმალურია, სულ არ არის დრაკონული და იოლი შესასრულებელია, ყველა არ ასრულებს, მითუმეტეტეს სარჩევნო პერიოდში”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად