თენგიზ ცერცვაძე: რომ არ ყოფილიყო მედიის წნეხი და კონტროლი, შეიძლება ასეთი კარგი შედეგი არ გვქონოდა (ვიდეო)

მასმედიმ იმუშავა შესანიშნავად, მე არ მომბეზრდება, რომ თქვენსდამი უდიდესი პატივისცემა გამოვხატო და თუ საქართველო გადაურჩა ამ საშინელ ეპიდემიას, აქ ექიმებთან და სახელმწიფო ვერტიკალთან ერთად, თქვენი და შეიძლება უფრო მეტი თქვენი დამსახურება იქნება,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში. ინტერვიუს სრულ ვერსიას ხვალ შემოგთავაზებთ.

ბატონო თენგიზ, თქვენ ის იშვიათი გამონაკლისი ბრძანდებით, ვინც ჟურნალისტებს არ აკრიტიკებს, პირიქით – აქებთ. არაერთხელ გადაგვიხადეთ მადლობა პანდემიის დროს, ყველაზე რთულ პერიოდში.

 ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან რომ არ ვიმსახურებთ კრიტიკას ან შენიშვნას, ცხადია ბევრი გვეშლება, გზადაგზა ვსწავლობდით როგორ გვეთქვა, როგორ მოვქცეულიყავით… მაგრამ, თქვენი დამოკიდებულება მედიის მიმართ განსხვავებულია. ფიქრობთ, რომ კარგად ვიმუშავეთ?

თენგიზ ცერცვაძე: იცით, მედია ვიღაცას თუ დისკომფორტს უქმნის, იმიტომ უქმნის რომ საქმეს ასე სჭირდება. ამ დისკომფორტს რომ არ უქმნიდეთ, დამიჯერეთ იქნება უფრო ცუდად გაკეთებული.

რომ არ იყოს მედია კონტროლი, ძალიან ბევრი რამ იქნება უფრო ცუდად. თუნდაც, ამ კოვიდში, სადაც საქართველოს სახელისუფლებო ვერტიკალის მოქმედებები იყო ძალიან ეფექტური, პირადად პრემიერმა გიორგი გახარიამ გამოამჟღავნა კრიზისების მართვის  უნარი, გამოდგა ძალიან კარგი კრიზის მენეჯერი, რომ არ ყოფილიყო მასმედიის წნეხი, შესაძლოა, ასეთი კარგი შედეგები არ ყოფილიყო.

მასმედია მუდმივად, ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე გვთხოვდა ანგარიშის ჩაბარებას. ამას ხედავენ ექიმები და მთავრობა, იძულებულები არიან ფხიზლად იყვნენ. არ გაპატიებდა მედია არაფერს და დიდი მადლობელი ვარ თქვენი ამისთვის.

სტატიის ავტორი თამარ ლეფსვერიძე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად