თენგიზ ცერცვაძე: “რემდესივირი” ჯანმო-ს კვლევებით ეფექტური არ არის და ჩემს თავზე გამოცდის გადაწყვეტილება მივიღე

“მე ორ­მა­გად რის­კის ჯგუფს მი­ვე­კუთ­ვნე­ბი, ასაკ­თან ერ­თად მაქვს თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა არაჰო­ჯკი­ნის ლიმ­ფო­მა გა­მო­ხა­ტუ­ლი იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტით. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს ის მდგო­მა­რე­ო­ბაა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რი­კის ჯგუ­ფია კო­ვი­და­ვად­მყო­ფე­ბის­თვის, რა­მე­თუ არ­სე­ბობს რის­კი და­ა­ვა­დე­ბის ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლად წას­ვლის და მძი­მე გა­მო­სავ­ლის.” – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

“არ შე­იძ­ლე­ბა, რომ კრი­ტი­კა, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მო­დი­ო­დეს ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში – რო­დე­საც მე ვი­ყა­ვი ინი­ცი­ა­ტო­რი ქვე­ყა­ნა­ში „რემ­დე­სი­ვი­რის“ შე­მო­ტა­ნის, ძა­ლი­ან ბევ­რი კრი­ტი­კო­სი გა­მო­მიჩ­ნდა, რა­ტომ შე­მომ­ქონ­და მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლას მიერ არ არის მო­წო­ნე­ბუ­ლი; ახლა წა­მო­ვი­და მე­ო­რე კრი­ტი­კა, რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა თენ­გი­ზის­თვის და არ არის სხვე­ბის­თვის, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბი­სა და შიდსის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ „პა­ლიტ­რასთან“ გა­ნა­ცხა­და.

“სა­ბედ­ნი­ე­როდ, მე ამას გა­და­ვურ­ჩი. და­ი­წყო ვირუ­სი ყე­ლის ტკი­ვი­ლით, ცხე­ლე­ბით, ხვე­ლით და იყო რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლია იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბა. 14-ში აღ­მო­მაჩ­ნდა ვირუ­სი და 16-ში და­ი­წყო იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­უ­ა­რე­სებს. ოთხ დღე­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კრი­ტი­კულ ზღვრამ­დე ჩა­მო­ვი­და. რომ არა ზო­მე­ბის მი­ღე­ბა, მას შე­საძ­ლოა, მოჰ­ყო­ლო­და ცუდი შე­დე­გე­ბი, ამ დროს მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ გა­და­მეს­ხა ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი „რემ­დე­სი­ვი­რი“, რო­მე­ლიც სა­დღე­ი­სოდ ერ­თა­დერ­თი მე­დი­კა­მენ­ტია, რო­მე­ლიც რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ამე­რი­კის ჯან­დაც­ვის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გა­იდ­ლა­ი­ნით, მაგ­რამ მას ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად არ აფა­სებს.

მა­გა­ლი­თად, ჯან­მო-ს კვლე­ვე­ბით ით­ვლე­ბა, რომ ეს მე­დი­კა­მენ­ტი ეფექ­ტუ­რი არ არის. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს პრე­პა­რა­ტი შე­მო­ტა­ნი­ლი ჯერ არ არის. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლია და და­ახ­ლო­ე­ბით, 10 დღე­ში 2 კვი­რა­ში იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. „რემ­დე­სი­ვი­რის” გა­დას­ხმი­დან მე­ო­რე დღეს და­ი­წყო ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და 5 დღე­ში ჩემ­მა იმუ­ნურ­მა სის­ტე­მამ სა­წყის ზღვარს მი­აღ­წია. მე ვერ ვამ­ტკი­ცებ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია „რემ­დე­სი­ვირ­თან“, რად­გან ერთი ადა­მი­ა­ნით ამის მტკი­ცე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ფაქ­ტია, რომ ჩემ­ზე ასე იმოქ­მე­და.

არ შე­იძ­ლე­ბა, რომ კრი­ტი­კა, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მო­დი­ო­დეს ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში. რო­დე­საც მე ვი­ყა­ვი ინი­ცი­ა­ტო­რი ქვე­ყა­ნა­ში „რემ­დე­სი­ვი­რის“ შე­მო­ტა­ნის, ძა­ლი­ან ბევ­რი კრი­ტი­კო­სი გა­მო­მიჩ­ნდა, რა­ტომ შე­მომ­ქონ­და მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლას მიერ არ არის მო­წო­ნე­ბუ­ლი. მე ჩემს თავ­ზე შე­მიძ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, თუნ­დაც ჯან­მო-ს მიერ უარ­ყო­ფი­ლი მე­დი­კა­მენ­ტი გა­ვი­კე­თო, თუ მე მისი მწამს. ახლა წა­მო­ვი­და მე­ო­რე კრი­ტი­კა, რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა თენ­გი­ზის­თვის და არ არის სხვე­ბის­თვის. ეს არ იყო სა­ხელ­მწი­ფო მა­რა­გი­დან, მე­დი­კა­მენ­ტი ჯერ არ შე­მო­სუ­ლა. გუ­შინ­წინ მო­ე­წე­რა ხელი, ჩემი გა­ჯან­მრთე­ლე­ბის მერე დად­გე­ნი­ლე­ბას და მე­დი­კა­მენ­ტი და­ახ­ლო­ე­ბით, ორ კვი­რა­ში შე­მო­ვა. მე მე­გობ­რებ­მა გა­მო­მიგ­ზავ­ნეს უცხო­ე­თი­დან და ეს ვის შე­უძ­ლია შე­ზღუ­დოს, თუკი პა­ცი­ენტს და მი­თუ­მე­ტეს ექიმს სწამს ამ მე­დი­კა­მენ­ტის, რა­ტომ უნდა იყოს კრი­ტი­კის სა­გა­ნი?!“ – გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად