თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორი(თბილისის ინფექციური საავადმყოფო) თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობაზე რჩება

ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის პრესამსახურმა  გიორგი ბერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პრესსამსახურის თქმით, თენგიზ ცერცვაძე ხვალ ბათუმში მიემგზავრება.

“დღეს ძირითადი თემა ქართულ მედიაში და საზოგადოებაში იყო თენგიზ ცერცვაძის თანამდებობის დატოვება-არდატოვების საკითხი. ამ დროისთვის თენგიზ ცერცვაძე რჩება თავის თანამდებობაზე, აგრძელებს დაკისრებულ მოვალეობას. მას ხვალ დაგეგმილი აქვს აჭარის რეგიონში ვიზიტი, სადაც ყველაზე მეტი კოვიდინფიცრებულია” – განაცხადა გიორგი ბერიძემ

ჟურნალისტებსი კითხვაზე, იყო საუბარი რომ თენგიზ ცეეცვაძე მმართველი გუნდისგან განაწყენდა იმის გამო, რომ ვერ მოხდა 2020 წლის საპარლამენტო სიაში. რაზეც პრესსამსახურმა განაცხადა: “მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის რჩებოდა და რჩება მმართველი პარტიისა და „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერად”.

ასევე ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად სწორია ინფორმაცია, რომ თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პრემიერმინისტ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ გადაიფიქრა თანამდებობიდან წასვლა?

“მე ინფორმაცია არ მაქვს პრემიერთან შეხვედრის შესახებ და არც ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებით. დღეს ორჯერ მქონდა კომუნიკაცია, როდესაც ტელეფონით ვესაუბრე და მითხრა, რომ შვიდი საათისთვის იქნებოდა სამსახურში და მეორედ, როდესაც სამსახურში მოვიდა და გადმომცა, მაყურებლისთვის, საზოგადოებისთვის გადმომეცა მისი გეგმების შესახებ“, – განაცხადა გიორგი ბერიძემ.

შეგახსენებთ, დღეს დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად