თენგიზ ცერცვაძე: რა ვქნათ, შევცვალოთ გაიდლაინი ისე, რომ უარესი შედეგი მივიღოთ?

“როდესაც შემოდის უამრავი ზარი, ყველა წუხს, ყველა გეუბნება რომ მძიმეა, ზოგჯერ ობიექტურად ძალიან ძნელია გადაწყვიტო რომელი საჭიროებს ნამდვილად ჰოპიტალიზაციას და რომელი არა”.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა” განაცხადა

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ იგეგმება გაიდლაინის შეცვლა და კრიტერიუმების გაწერა, თუ ვინ უნდა მოხვდეს კლინიკაში, თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ არ იგეგმება, რადგან არ აქვთ გარანტია, რომ უკეთეს შედეგს მიიღებენ.

“როდესაც შემოდის უამრავი ზარი, ყველა წუხს, ყველა გეუბნება რომ მძიმეა, ზოგჯერ ობიექტურად ძალიან ძნელია გადაწყვიტო რომელი საჭიროებს ნამდვილად ჰოპიტალიზაციას და რომელი არა. ნიუ-იორკის შტატმა კანონი მიიღო, რომ თუ ექიმი დაუშვებს შეცდომას და გაწერს ავადმყოფს, რომელიც შემდეგ დამძიმდება, ან არ დააწვენს პაციენტს, რომელიც შემდეგ დამძიმდება, ასეთ ექიმებს ათავისუფლებს პასუხიმსგებლობიდან. იქ მიხვდნენ, რომ ეს გარდაუვალია, უამისოდ ეს არ გამოდის.

მუდმივად შეიძლება დაიწუნო, რომ ასე კი არ უნდა იყოს, ისე უნდა იყოს. ჩვენ დღეს რაც გვაქვს, იმ კრიტერიუმებით ასე თუ ისე ვუმკლავდებით და ასეთი ტრაგედიები, რომელიც არ უნდა იყოს, ერთეულია. რა ვქნათ, შევცვალოთ გაიდლაინი ისე, რომ უარესი შედეგი მივიღოთ? არ გვაქვს გარანტია რომ უკეთეს შედეგს მივიღებთ”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად