თენგიზ ცერცვაძე: პოლიტიკაში ჩემი ხილვა გამორიცხულია, ეს არ არის არც ჩემი გატაცება და არც ჩემი საქმე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს. ამის შესახებ კითხვას თენგიზ ცერცვაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძემ გუშინ გაკეთებულ განცხადებაში, ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებას განხორციელებული პროექტები მოუწონა. აქედან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლების კითხვას, ხომ არ არის შესაძლებელი მომავალში თენგიზ ცერცვაძე პოლიტიკაში ვიხილოთ ცერცვაძე აცხადებს:

“მმართველი გუნდისგან არანაირი შემოთავაზება არ მქონია. პოლიტიკაში ჩემი ხილვა გამორიცხულია იმიტომ, რომ 70 წელს გადავცილდი და არსად არც ერთხელ არ ვყოფილვარ რაიმე ადმინისტრაციულ თანამდებობაზე და არც ერთხელ შემოთავაზება არ მქონია. ეს არ არის არც ჩემი გატაცება, არც ჩემი საქმე,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად