თენგიზ ცერცვაძე: პირდაპირ ვიტყვი, მრევლი გადაწყვეტს ამ დაავადების ბედს საქართველოში

“ევროპის მოწინავე ქვეყნებსა და ამერიკის შეერებულ შტატებში, კორონავირუსით დაავადებულთა სიკვდილიანობა 10%-ს აჭარბებს, ეს დაავადება უფრო მძიმეა, ვიდრე თავიდან ვთვლიდით. როგორც მკურნალი ექიმი, ერთ რამეს დავამატებ, ეს დაავადება უფრო მძიმედ სამკურნალო აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ეს ინფექცია აღმოჩნდა უფრო მეტად გავრცელებადი და გადამდები, ვიდრე თავიდან გვეგონა.” – ამის შესახებ იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ტვ პირველთან განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ამ დაავადების ბედს მრევლი გადაწყვეტს საქართველოში: “უახლოესი სამი დღის განმავლობაში, მრევლი გადაწყვეტს ამ დაავადების ბედს საქართველოში, აი გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი.

ეს დაავადება გადამდებია, ძალიან გადამდებია, გრიპზე უფრო გადამდებიამართალია, არ არსებობს მისი პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტები, მაგრამ არსებობს რიგი მედიკამენტებისა, რომელთაც საქართველოში წარმატებით ვიყენებთ, რომლებიც ამსუბუქებენ ადამიანების მდგომარეობას და ამცირებენ ლეტალურ შედეგს.” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს მთავრობამ კიდევ უფრო მეტად გაამკაცრა ზომები:

“ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ ზომები.21 აპრილამდე ქვეყანაში სრულად იკრძაალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება!ხვალიდან სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება ყველა დახურულს სივრცეში! თუ ეს პირობები არ შესრულდება, მოგვიწევს სრული კარანტინის გამოცხადება!”

“მინდა გითხრათ, რომ სრულად ვიზიარებ, გარდა ამისა, მე ახლობელი ექიმები მწერენ არსებული სიტუაციის სიმძიმეზე, შესაძლებელია, გუშინ მიღებული ზომები დღეს ადექვატური აღარ იყოს, ეიქმების პათოსიც დროთა განმავლობაში შეიცვალა და უფრო კატეგორიულად მოითხოვენ მოსახლეობისგან, რომ ტავი შეიკავოს თავყრილობისგან.

გუშინდელი საპატრიაქოს მიღებულ გადაწყვეტილებს დავაკელი ორი სიტყვა, რომე ეს მიღებული გადაწყვეტილება ეხებოდა მცხეთა თბილისს და სხვა ეპარქიებში მღვდელთმთავრებს თავიანთი სეხედულებისამებრ შეუძლიათ გადაწყვიტონ, მიირონ და ეს მათი სრული უფლებაა, ასეც გააკეთა რამდენიმე ეპარქიამ თუ როგორ ჩატარდეს აღდგომის ღამეს ღვთისმსახურება.მე ძალიან ბევრ ადამიანს, ჩემს მრევლს ვურჩიე, რომ დარჩენილიყო სახლში. ძალიან ბევრს, ვისაც რაიმე სინდრომი აქვს, ან სახლში ავადმყოფი ადამიანი ჰყავს.

პატრიაქრს ლოცვა კურთხევას გადავცემ ტაძრებს: უმკაცრესად დაიცვან რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები გვთავაზობენ” – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ამირან გამყრელიძემ განაცხადა: ღმერთმა ქნას, რომ ჩემი პროგნზი, თუ ცუდი განვითარეაბა იქნა ამ სიტუაციის და ამ ეპიდემიის არ გამართლდეს, ორი ხელით გეუბნებით, ნეტა არ გამართლდეს, მაშინ გაძლევთ პირობას ალიას, რომ პირველი თქვენ მოგცემთ ინტერვიუს და მეორე დღეს წავალ ამ თანამდებობიდან, თუ ჩვენ არ დავიცავთ იმ ღონისძიებებს და მეთოდურ ღონისძიებებს, რაზეც ჩვენ და მთავრობა ყოველდღიურად ვსაუბრობთ.

თუ არ დავიცავთ ამას, სამწუხაროდ გვექნება უფრო რთული მდგომარეობა და რთულად განვითარებული ეპიდემია, თუ დავიცავთ, მაშინ ზრდა გვექნება, მაგრამ მოვლადი იქნება და გამოვალთ ამ ეპიდემიიდან.

კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ვიწინასწარმეტყველე თურმე, ალიას რიცხვები მოაქვს 300-იდან 400-მდე იწინასწარმეტყველეო და შევცდი თურმე, ძალიან კარგია, რომ შევცდი, ანუ ნაკლები დაფიქსირდა, მაგრამ მზარდია ინფექცია, მზარდია ეპიდემია, საშიშროებაა, ცეცხლს ვეთამაშებით ჩვენი შეკრებებით, ისევ და ისევ, მომავალ კვირას იცით, ტრადიციაა, იქ სასაფლაოზე გასვლა, იქ ოჯახური შეკრება…

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად