თენგიზ ცერცვაძე: პიკი იქნება 2-3 კვირის შემდეგ, მაგრამ ეს არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი

“იმ ქვეყნებში სადაც დაიწყო ეპიდემიის შიდა გავრცელება ამას მოჰყვა ეპიდემიის ძალიან სწრაფი ზრდა, ასეულები ათასეულები ათეულ ათასეულები. ჩვენთან ჯერჯერობით რაც დაფიქსირდა შიდა გადაცემა ამის შემდეგ გავიდა 10-12 დღე და ფიქსირდება მატება, არცერთ დღეს არ ყოფილა 20 შემთხვევაზე მეტი, ეს შიდა გადაცემის სტადიისთვის არის ძალიან ცოტა.” – განაცხადა იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

მისი განცხადებით,  ვერ შევინარჩუნებთ ამ სიტუაციას ბოლომდე, მაგრამ საქართველოში არ იქნება დღეში 100-ზე მეტი შემთხვევა, ინფექციის გავრცელების დინამიკა ამას აჩვენებს.

“საქართველოში ჯამური რაოდენობა დღეს არის 19, ჩემი ვარაუდით არ გადააჭარბებს ათასს, ან იქნება ათასის ფარგლებში. პიკი იქნება 2-3 კვირის შემდეგ ეს არის ჩემი პროგნოზი, პიკი არ იქნება აფეთქება ეს იქნება მდორე პიკი და ეს პიკი შენარჩუნდება კიდევ 2-3 კვირის მანძილზე და დაახლოებით თვე ნახევრის შემდეგ ჩემი პროგნოზით, ეპიდემია წავა ქვემოთ “,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად