თენგიზ ცერცვაძე: მთავრობამ შეზღუდვები კი არ უნდა დააწესოს, უნდა გაამკაცროს არსებული რეგულაციები

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, რთული ეპიდსიტუაციის ფონზე, მთავრობამ შეზღუდვები არ უნდა დააწესოს, თუმცა უნდა გამკაცრდეს არსებული რეგულაციების კონტროლი.

„შეზღუდვების შემოღება ყველაზე მარტივი გზაა, ზოგი ქვეყანა უკვე წავიდა ამაზე. ეს ძალიან მტკივნეული იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის, ამიტომ მგონია, რომ მთავრობა არ წავა შეზღუდვებზე. მიმაჩნია, რომ მთავრობა უნდა წავიდეს არა შეზღუდვებზე, რადგან ძლივს გაიხსნა ეკონომიკა და მოსახლეობამ ძლივს ამოისუნთქა, უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას, არამედ უნდა წავიდეს არსებული რეგულაციების კონტროლის გაძლიერებაზე და აღსრულების კონტროლზე.

ჩვენ გვჭირდება დღეში 40-50 000 აცრილი, რომ გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე, წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 70%-ზე და იცრება მიზერი, ათჯერ ნაკლები, ვიდრე უნდა იცრებოდეს. სულ რაღაც ერთი თვის წინ 30 000 იცრებოდა, მატების ნაცვლად, ქვევით წამოვდია. ჩვენ ვიმყოფებით აბსურდის თეატრში. ხანდახან მგონია, რომ ეს არის სიზმარი და თვალს გავახელ და სიტუაცია შეცვლილი დამხვდება, მაგრამ, სამწუხაროდ, სიზმარი არ არის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები
იტვირთება...