თენგიზ ცერცვაძე: მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ ვაქცინა აუცილებელია

ყველას უნდა, რომ გრძელვადიანი იყოს და ყველას უნდა ქვეყნის ეკონომიკის გახსნა, მალე ზაფხულის საკურორტო სეზონი დადგება, ავიამიმოსვლის 6 მიმართულება დაემატა ჩვენთან, ტურისტული სეზონი იქნება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“მესამე ტალღის რისკის ქვეშ ვართ, ამიტომ მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ ვაქცინა აუცილებელია, ვაქცინაციის გარეშე ჩვენ მშვიდად ვერ ვიქნებით და იგივე შეზღუდვების მოხსნა ჩვენთან ვერ იქნება გრძელვადიანი და სტაბილური, ხომ ყველას უნდა, რომ გრძელვადიანი იყოს და ყველას უნდა ქვეყნის ეკონომიკის გახსნა, მალე ზაფხულის საკურორტო სეზონი დადგება, ავიამიმოსვლის 6 მიმართულება დაემატა ჩვენთან, ტურისტული სეზონი იქნება, ვაქცინირებული ადამიანების პასპორტები შემოვა ხმარებაში და ევროპიდან შემოვლენ ვაქცინირებულის პასპორტის მქონე ადამიანები და ჩვენ ვერ დავახვედრებთ ანალოგიურს. უნდა დავახვედროთ! ყველაფერ ამის მოსახლეობამდე დაყვანა არის საჭირო.

მე, სხვათა შორის, მაქვს ინფორმაცია, რომ მოსახლეობის მეტი ნაწილის დამყოლობა კარგი იქნება და პრობლემა არ იქნება, მაგალითად გრიპის ვაქცინაზე მეტი წინააღმდეგობა მესმოდა მოსახლეობაში, ვიდრე კოვიდის ვაქცინაზე.

მინდა ვიყო ოპტიმისტი, მაქვს ამისი საფუძველი, რომ მიუხედავად დროებითი შეფერხებებისა, კლინიკურ სექტორშიც იყო დროებითი შეფერხება ნოემბერ-დეკემბერში და ჩქარა დავძლიეთ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს 2-3-კვირიანი დაგვიანება მალე დაავიწყდება ყველას, თუ საქართველო ვაქცინაციის გეგმას განახორციელებს წარმატებით”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...