თენგიზ ცერცვაძე: მერის თანამდებობაზე თუ იქნა კალაძე წარდგენილი, დიდი სიამოვნებით დავუჭერ მხარს -არ ჰყოლია ქალაქს კალაძეზე უკეთესი მერი

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე “ღამის კურიერში” აცხადებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მერის არჩევნებზე “ქართული ოცნების” კანდიდატს დაუჭერს მხარს, თუმცა თუ მერობის კანდიდატად კახა კალაძე იქნება წარდგენილი, ამას დიდი სიამოვნებით გააკეთებს.

თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ დედაქალაქს კახა კალაძეზე უკეთესი მერი არ ჰყოლია.

“მერის თანამდებობაზე თუ იქნა კალაძე წარდგენილი, მე, ჯერ ერთი მხარს დავუჭერდი “ოცნების” კანდიდატს ვინც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ კალაძეს დიდი სიამოვნებით დავუჭერ მხარს იმიტომ, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ისევ ხვალ ამაზე შეიძლება ატყდეს დავა და გამაკრიტიკონ, არ ჰყოლია ქალაქს კალაძეზე უკეთესი მერი, მე არ მახსოვს,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები
იტვირთება...