თენგიზ ცერცვაძე: კოვიდი მარტო ფილტვებს არ აზიანებს, პირველ რიგში თრომბოემბოლიური გართულებები აქვს

„კოვიდი მარტო ფილტვებს არ აზიანებს, პირველ რიგში თრომბოემბოლიური გართულებები გვაქვს მხედველობაში. ასეთი ერთეული შემთხვევები იქნება. ინგლისში ოთხი ათასი ადამიანი, ანუ ყოველი მეათე დაიღუპა ბინაზე.” – ამის შესახებ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.

“ჩვენთან სულ ორი ადამიანი იყო. ერთი მოკვდა ბინაზე და ერთი სასტუმროში. კოვიდის გარეშე არ გაგიგონიათ, რომ ვიღაცას თრომბი ან ემბოლია დაემართა? კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობას, ნურანაირ სისხლის გამათხიერებელ მედიკამენტებს ნუ იმარაგებენ, ჯერ ერთი მათ ხომ არ სჭირთ კოვიდი. თუ მათ დაუდასტურდებათ კოვიდი, ექიმებს მიცემული აქვთ მკაცრი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ასეთ შემთხვევაში. იმ პაციენტებში, რომლებთანაც არის თრომბოემბოლიური გართულების რისკი, დაინიშნება შესაბამისი მედიკამენტი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად