თენგიზ ცერცვაძე: კოვაქსის პლატფორმაზე წერია – ვალდებულებას იღებს, რომ საქართველოს 129 000 დოზა მოაწოდოს

კოვაქსის პლატფორმაზე წერია – ვალდებულებას იღებს, რომ საქართველოს 129 000 დოზა მოაწოდოს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანია ნოვავაქსთან, რაც მისი აზრით ოპტიმალური ვარიანტია.

“რამდენადაც ვიცი პრობლემა არ შეგვექმნება და არათუ ზაფხულში, მარტში დაიწყება მოწოდება. იგივე კოვაქსისის პლატფორმაზე უკვე გამოქვეყნებულია და ყველა დაინტერსებულ პირს შეუძლია ნახოს – წერია, რომ კოვაქსი კისრულობს ვალდებულებას, მოაწოდოს საქართველოს 129 000 დოზა [ასტრა ზენეკა], რაც გაცილებით მეტია, ვიდრე პფაიზერის 29 000 დოზა. სავარაუდოდ უნდა დაიწყოს მარტში, შესაძლოა პირველ ნახევარშიც – 15-მდე. ასე, რომ ვაქცინაციის დაწყებამ პფაიზერის დაგვიანების გამო სულ 2 კვირით გადაიწია, რაც სულ არ იყო დრამატიზაციის მიზეზი. უფრო საბაბი იყო, ვიდრე ეს მოხდა საქართველოს სინამდვილეში.

ამის გარდა მიმდინარეობს მოლაპარაკება და მე როგორც ვიცი, წარმატებით კომპანია ნოვავაქსთან, ეს არის ძალიან წარმატებული და ავტორიტეტული კომპანია, რომლის ვაქცინაც ჯერ არ გამოსულა. მე პირადად მგონია, რომ ის იქნება საუკეთესო და ოპტიმალური ვარიანტი მისი დამზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...