თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსი სასუნთქი სისტემის გარდა, გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებსაც აზიანებს

თბილისის ინფექციული საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ კორონავირუსი არ აზიანებს მხოლოდ სასუნთქ სისტემას, მაგრამ აზიანებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს.

მისი თქმით, ეს ვირუსი ღვიძლსა და თირკმელსაც აიზანებს.

ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ “ტვ პირველის” ეთერში, ფადაცემაში “პოლიტმეტრი” ისაუბრა და აქვე აღნიშნა, რომ რევმატოლოგებისა და ინფექციონისტების გარდა სხვა დარგის სპეციალისტების ჩართვის საჭიროებაც გაჩნდა.

“ეს ვირუსი მარტო სასუნთქ სისტემას არ აზიანებს. ის აზიანებს გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემას,გულის მთელ რიგ დაავადებებს იწვევს. ნიუკარდიტს, პერიკარდიტს, სისხლძარღვების ანთებას. ამის შესანიშნავი მაგალითია, ახლა ბავშვებში რომ არის გავრცელებული აშშ-სა და ინგლისში, რომელიც კავასაკის სინდრომს ჰგავს და რომელიც გულ-სისხლ-ძარღვთა ანთებით გამოიხატება. საბედნიეროდ საქართველოში ამის შემთხვევები არ არის, ან ნაკლებად არ არის, მაგრამ ხომ არის სხვაგან?!

ის აზიანებს გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემას, აზიანებს თირკმელს, ღვიძლს და აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას ძალიან მრავალმხრივად, მრავალ ასპექტში. შედეგად ეს დაავადება საჭიროებს მულტიპროფილურ მართვას. არა მარტო ინფექციონისტის, ან რევმატოლოგის, როგორც აქამდე გვეგონა, არამედ სხვადასხვა დარგის სპეციალისტის მიერ. ინფექციონისტი და რევმატოლოგი რჩება, მაგრამ სხვების ჩართვაც აუცილებელია”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად