თენგიზ ცერცვაძე ისევ საავადმყოფოში რჩება

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა ისე საავადმყოფოში რჩება. მისი მეუღლე, ანა თოფურია კი კორონავირუსს სახლში მკურნალობს.

როგორც “აიპრესს” ცენტრში განუცხადეს, ” მომდევნო 3-4 დღეში გაკეთდება ახალი ანალიზები და განისაზღვრება მკურნალობის სტრატეგია და რა ვითარებაა ჯანმრთელობის”.

შეგახსენებთ, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა.

აღენიშნება ტემპერატურის მატება 38.0 გრადუსამდე. გულ-მკერდის ორგანოების კომპიუტერულ – ტომოგრაფიული გამოკვლევით დაფიქსირდა ორმხრივი კოვიდ პნევმონია.

იმუნური სისტემის გამოკვლევით აღენიშნება უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. ვინაიდან ბატონი თენგიზი წარმოადგენს ორმაგად მაღალი რისკის ჯგუფის პირს – იგი არის ასაკოვანი და ამავე დროს აქვს არაჰოჯკინის ლიმფომა და სერიოზული იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, ამიტომ გადაწყდა მისი ჰოსპიტალიზაცია.

მას გადაესხა ანტივირუსული მედიკამენტი “რემდესივირი” ორი 100 მილიგრამიანი ფლაკონი ერთჯერადად. ის მკურნალობას მომავალ დღეებში გააგრძელებს კლინიკაში და მისი მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლების მდგომარეობის მიხედვით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად