თენგიზ ცერცვაძე: იქნება გრიპის პიკი, ცუდია, რომ თანხვედრა იქნება, მაგრამ ამას გავუმკლავდებით

„დიახ, იქნება გრიპის პიკი, ცუდია, რომ თანხვედრა იქნება, მაგრამ ამას გავუმკლავდებით. ჩვენ გვაქვს კარგად გმართული სადიაგნოსტიკო სისტემა, ლაბორატორიული „პისიარ“ ტესტებით და სხვა მეთოდებით”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

“სხვა მეთოდებს ძირითადად გრიპისთვის ვგულისხმობ. დღეში 10-11 000 გამოკვლევა ტარდება კოვიდზე. საჭიროების შემთხვევაში, გრიპზეც ჩატარდება ამდენი გამოკვლევა, როცა დაიწყება გრიპის სეზონი. იოლად მოხდება ლაბორატორიულად გრიპის და კოვიდის დიფერენცირება. ეს მოხდება 12 საათის განმავლობაში, ასევე, დიფერენცირებულად მოხდება ამ პაციენტების ტრიაჟი კლინიკებში.
თუ იქნა, მე მგონია, არ იქნება, მაგრამ იცავს პანდემიური გრიპისგანაც. მაგალითად, როგორიც იყო ბოლოს 2009-2010 წლებში ე.წ. ღორის გრიპი. რეგულაციები და პრევენციული ღონისძიებები აბსოლუტურად ერთნაირია. ექიმებმა შეიძინეს ძალიან სერიოზული გამოცდილება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კლინიკური მართვის მენეჯმენტის მხრივ პრობლემა არ იქნება”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად